წრფივი ფუნქცია პრაქტიკაში
კურსის რეფლექსია
გავიარეთ ინტელის კურსი (პროექტებით სწავლება), რომელმაც ძალიან ბევრი ცოდნა შეგვძინა.მოვიფიქრეთ ზოგადი შინაარსობრივი და თემატური კითხვები.შევქმენით პრეზენტაცია და მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი. შევიმუშავეთ შეფასების ფორმები და მეთოდები,ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირზე, ფაილების გაზიარებაზე,საავტორო უფლებების დაცვაზე და ეთიკურ ნორმებზე.. კურსი , მეტად საინტერესო იყო. ძლიერ კმაყოფილი ვარ.
სასწავლო პროექტი ითვალისწინებს წრფივი ფუნქციის გამოყენებას პრაქტიკაში.პროექტი მდიდარია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული საკითხის სიღრმისეულ შესწავლას. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს უვითარდებათ შემდეგი უნარები: საღი მსჯელობა და აღქმა, ინფორმაციის შემოქმედებითად გამოყენება, თანამშრომლობის უნარი, საინფორმაციო და ტექნიკური უნარ-ჩვევები. მასწავლებელს საინტერესოდ აქვს შქმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
ReplyDelete