გაკვეთილის მთავარი თემა
|
მონაცემების რიცხვითი მახასიათებელი
|
სწავლების საფეხური
|
მე-6 კლასი
|
გაკვეთილი მნიშვნელოვანია , რადგან ამ თემის შესწავლით მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ერთობლიობაში არსებული
| |
მოსწავლეთა პროფილი
|
კანონზომიერების აღმოჩენა, გაანალიზება , რამდენიმე ერთობლიობის შედარება
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლე გაეცნოს მონაცემთა ერთობლიობის შემაჯამებელ რიცხვით მახასიათებლებს, მონაცემთა უდიდეს და უმცირეს მნიშვნელობებს. არითმეტიკული საშუალოს გამოთვლის წესს და მის თვისებებს, გამოიყენოს ამოცანების ამოხსნისას. უნდა შეძლოს მონაცემთა ერობლიობაში არსებული კანონზომიერების აღმოჩენა და გაანალიზება.
თემის ახსნის შემდეგ მოსწავლე შეძლებს საშუალო არითმეტიკულის გამოთვლას
|
წინასწარი ცოდნა
|
მონაცემების შეგროვება და მისი წარმოდგენა სხვადასხვა ხერხით. ათწილადების შეკრება-გამოკლება. ათწილადის ნატურალურ რიცხვზე გაყოფა. ათწილადის დამრგვალება ნებისმიერ თანრიგამდე.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმით. ზეპირი გამოსვლა, წარმოდგენა,წერითი,არგუმენტირებული მსჯელობა და სხვა.გამოვიყენებ განმავითარებელ განმსაზღვრელ ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეფასებას.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ფურცლები, მარკერები ,კომპიუტერი, დაფა, ცხრილები, ცარცი, პროექტორი.სლაიდები.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
.საორგანიზაციო საკითხები 2 წუთი
A ფაზა [გამოწვევა] 15 წუთი
მასწავლებელი ააქტიურებს წინარე ცოდნას. ამოწმებს საშინაო დავალებას. დაფასთან გამოყავს ორი მოსწავლე, რომლებიც ასრულებენ საშინაო დავალებას, ადგილზე მოსწავლეები ამოწმებენ და ასწორებენ შეცდომებს.
ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს, რომლებიც მიიყვანს მოსწავლეებს ახალი თემის ახსნის აუცილებლობამდე.მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებლი იყენებს დიახ არა ბარათებს, აჩვენებს წინასწარ დამზადებულ სლაიდებს.
B ფაზა [შინაარსის რეალიზება]
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თემას და მიზანს.
განიხილავს ისეთ ამოცანებს , რომლებიც საჭიროებს არითმეტიკული საშუალოს გამოთვლას.
საკითხის სიღრმისეული წვდომის მიზნით მასწავლებელი
მოსწავლეებს ახსნევინებს ამოცანებს სახელმძღვანელოდან. იმისათვის, რომ მასწავლებელმა დაადგინოს , თუ როგორ გაიგო მოსწავლეებმა ახსნილი მასალა კლასს აძლევს დამოუკიდებელ სამუშაოს, ამოწმებს შესრულების ხარისხს და ადგენს სხვადასხვა მზაობის ჯგუფებს,რომლებსაც აძლევს დავალებას მათი მზაობის გათვალისწინებით. დაბალი მზაობის ჯგუფთან მუშაობს მასწა ვლებელი და მათ უწევს სათანადო დახმარებას. ჯგუფური მუშაობისათვის ეძლევათ ხუთი წუთი, პრეზენტაციისათვის ეძლევათ ხუთი წუთი.
|
ჩამოტვირთეთ შეფასების რუბრიკა>>>
ჩამოტვირთეთ სლაიდი>>>
No comments:
Post a Comment