პროექტის სახელწოდება
|
მოსახლეობის აღწერა.
|
პროექტის მთავარი იდეა
|
მარტივი მათემატიკური გამოთვლების პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეთათვის მათი მნიშვნელობის გააზრება. მონაცემების ცხრილებითა და დიაგრამებით გამოსახვის ტექნიკის ათვისება კომპიუტერის გამოყენებით.
|
პროექტის აქტუალობა
|
პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც აუცილებელია, მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ მათემატიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ასევე აქტუალურია, იმიტომაც, რომ მათ განუვითარდებათ ცხრილების და დიაგრამების აგების უნარი კომპიუტერში, რაც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
|
პროექტის მიზნები
| |
მონაწილეთა ასაკი
|
12 -13 წელი.
|
ვადები ,ხანგრძლივობა
|
6-7 დღე.
|
მოსალოდნელი შედეგები ,პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები დაეუფლებიან მარტივ გამოთვლით ტექნიკას და მის გამოყენებას პრაქტიკაში.განუვითარდებათ მონაცემების შეგროვებისა და მათი სხვადასხვა ხერხით გამოსახვის უნარი.[ცხრილები, პიქტოგრამა, სვეტოვანი დიაგრამა,წლიური დიაგრამა.]
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
ფურცლები, კალმები, კომპიუტერი, სახაზავი, ფანქრები, სლაიდები
|
პროექტის მსვლელობა, ძირითადი აქტივობები
|
მოსწავლეები მასწავლებელთნ ერთად აყალიბებენ პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს, ადგენენ შესრულების ვადებს,ინაწილებენ ფუნქციებს. მოსწავლეები მასწავლებელთან შეთანხმებით ქმნიან 3 ჯგუფს., რომლებიც გადიან თავიანთ უბნებში და აწარმოებენ გამოკითხვებს, თუ რამდენი მაცხოვრებელია მათ უბანში. აქედან რამდენია ქალი და რამდენი მამაკაცი. მამაკაცებს შორის რამდენია 18 წლიდან 30 წლამდე, 30 წლიდან 50 წლამდე, 50წლიდან ზემოთ. ანალოგიურად აკეთებენ ქალებზეც. შემდეგ, შეგროვილ მონაცემებს წარმოადგენენ ცხრილის სახით, პიქტოგრამისა და სვეტოვანი დიაგრამების სახით. შემდეგ აწარმოებენ პროცენტულ გამოთვლებს. მაგალითად, მთელი მოსახლეობის რამდენი პროცენტია ქალი, მათ შორის რამდენი პროცენტი 18 წლიდან 30 წლამდე. 30 წლიდან 50 წლამდე და რამდენი 50 წლის ზემოთ.შედეგებს გამოსახავენ წრიული დიაგრამის სახით. ამის შემდეგ ჯგუფის ხელმძღვანელები ამზადებენ პრეზენტაციას და წარადგენენ. პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეები დაეუფლენ მარტივ გამოთვლით ტექნიკას და მის გამოყენებას პრაქტიკაში. განუვითარდათ კვლევა- ძიების უნარი, ინფორმაციის დახარისხების უნარი , პროცენტის გამოთვლის უნარი.
|
საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
მათემატიკა, სტატისტიკა, ისტ-ი გეოგრაფია- მოსწავლეები კომპიუტერის საშუალებით დაადგენენ საქართველოში 2013- 2014 წლებში მოსახლეობის რაოდენობას და შეადარებენ 2015-2016 წლებში მოსახლეობის რიცხვს
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ელენა მკერვალიშვილი
|
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
elenamkervalishvili11@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი
|
elenammkervalishvili11. blogspot. com
|
Monday, May 16, 2016
მოსახლეობის აღწერა
ვ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment