Friday, March 10, 2017

ინტელის პროექტი

                                                  წრფივი ფუნქცია  პრაქტიკაში                                              


 კურსის რეფლექსია
გავიარეთ ინტელის კურსი  (პროექტებით სწავლება), რომელმაც ძალიან ბევრი ცოდნა შეგვძინა.მოვიფიქრეთ  ზოგადი შინაარსობრივი  და თემატური კითხვები.შევქმენით პრეზენტაცია და მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი. შევიმუშავეთ შეფასების ფორმები და მეთოდები,ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირზე, ფაილების გაზიარებაზე,საავტორო უფლებების დაცვაზე და ეთიკურ ნორმებზე.. კურსი , მეტად საინტერესო იყო. ძლიერ კმაყოფილი ვარ.

Sunday, February 26, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებზე, გავეცანით  საავტორო  უფლებებს, ეთიკური  და სამართებლივი  ნორმების  დაცვას.ფაილების  გაზიარება,  აგრეთვე  ვიმუშავეთ ელექტრონულ  ფოსტაზე  ჩატში.

Saturday, February 25, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ შეფასების  მეთოდები.  შევადგინეთ შეფასების  მეთოდების  შაბლონი.  შევქმენით სასწავლო პროექტის  პრეზენტაციიც გეგმა.

Sunday, February 19, 2017

მესამე დღის რეფლექსია

შევიმუშავეთ პროექტის  მიზნები  და სტანდარტები,  აგრეთვე შევისწავლეთ  ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი  კითხვების ფორმულირება.

Sunday, February 12, 2017

მეორე დგის რეფლექსია

გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,ვისაუბრეთ ელექტრონული პორთფოლიოს შექმნაზე,მოვიფიქრეთ თემა და ვიმუშავეთ ბროშურის და გაზეთის შექმნაზე.

Monday, May 16, 2016

მოსახლეობის აღწერა



პროექტის სახელწოდება
მოსახლეობის აღწერა.
პროექტის მთავარი იდეა
მარტივი მათემატიკური გამოთვლების პრაქტიკაში გამოყენება. მოსწავლეთათვის მათი მნიშვნელობის გააზრება. მონაცემების  ცხრილებითა და დიაგრამებით გამოსახვის ტექნიკის ათვისება კომპიუტერის გამოყენებით.
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც აუცილებელია,  მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ მათემატიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ასევე აქტუალურია, იმიტომაც, რომ მათ განუვითარდებათ ცხრილების და დიაგრამების აგების უნარი კომპიუტერში, რაც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
პროექტის მიზნები
განუვითარდეთ მოსწავლეებს კვლევა-ძიების, მარტივი მათემატიკური გამოთვლების, ინფორმაციის დახარისხების და მონაცემების სხვადასხვა ხერხით გამოსახვის უნარი.

Wednesday, May 11, 2016

მონაცემების რიცხვითი მახასათებლები



გაკვეთილის მთავარი  თემა
მონაცემების რიცხვითი მახასიათებელი
სწავლების საფეხური
მე-6 კლასი
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა